Aachen (Ⴀახენი) – ქალაქი Ⴙრდილოეთ Ⴐაჲნ—Ⴅესტფალიის მხარეში; ადმინისტრაციული ოლქის ცენტრი; ბალნეოლოგიური კურორტი, სატრანსპორტო კვანძი, 243 ათასი მაცხოვრებელი; განვითარებულია ლითონდამამუშავებელი, ქიმიური და მსუბუქი მრეწველობა; შემორჩენილია Ⴉარლოს Ⴃიდის რეზიდენციის ნარჩენები სასახლის კაპელით (786—798 წწ.); ქალაქში ტარდებოდა Ⴂერმანიის იმპერატორების გვირგვინის დადგმა (936—1531 წწ.), მე—19—20 სს. კი ტარდებოდა საერთაშორისო კონფერენციები; ქალაქში არის Ⴎრესის საერთაშორისო მუზეუმი (Internationales Zeitungsmuseum), Ⴉომპიუტერების მუზეუმი (Computer- museum).
Aachener Printe (Ⴀახენის თაფლის პური) – საშობაო ხორაგი: მოგრძო ფორმის თაფლის პური, უხვად შეკაზმული სუნელით.
Aalen VfR («Ⴀალენ ႴႴႰ») – Ⴂერმანიის ჩემპიონატის რეგიონალურ ლიგა «Ⴑამხრეთის» საფეხბურთო კლუბი.
ABC-Abwehrtruppe (ქიმიური თავდაცვის ნაწილები) – Ⴁუნდესვერის Ⴑახმელეთო Ⴟარების ნაწილები.
Abc-Schutze – პირველკლასელი.
Abendgymnasium (საღამოს გიმნაზია) – სოზაგადსაგანმანათლებლო სკოლა, რომელიც იძლევა შესაძლებლობას სამი—ექვსი წლის განმავლობაში საგიმნაზიო კურსის გამოცდების ჩაბარებას და უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის უფლების მოპოვებას.
Abendschule – საღამოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა მომუშავეთათვის.
Abgeordnetenhaus, Abgeordnetenkammer (დეპუტატების პალატა) – Ⴁერლინის პარლამენტის სახელწოდება; ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას; ირჩევენ ოთხი წლით.
Abitur – გამოსაშვები გამოცდები საშუალო სკოლაში, რომლის წარმატებული ჩაბარება იძლევა უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლებას.
Abteiberg (Ⴀბტაჲბერგი) – სახვითი ხელოვნების მუზეუმი ქ. Ⴋჲონხენგლადბახში (Ⴙრდილოეთ Ⴐაჲნ—Ⴅესტფალიის მხარე); შეიცავს ავანგარდის მდიდარ კოლექციას.
Ackerbürger (მოქალაქე-მიწათმოქმედი) – პატარა ქალაქში მიწათმოქმედებით დასაქმებული მოქალაქე.
ADAC («ႠႣეႠႺე») – Ⴑრულიადგერმანული საავტომობილო კლუბი.
ADAC-Motorwelt («ႠႣეႠႺე Ⴋოტორველტ») – Ⴑრულიადგერმანული საავტომობილო კლუბის ჟურნალი.
Adam Opel AG («Ⴀდამ Ⴍპელ ႠႢ») – 1862 წ. Ⴀ. Ⴍპელის მიერ ქ. Ⴐჲუსელჰაჲმში დაარსებული საკერი მანქანების და ველოსიპედების წარმოების ფირმა; 1899 წლიდან – საავტომობილო კონცერნი; 1929 წლიდან ეკუთვნის ამერიკულ კორპორაცია «Ⴟენერალ მოტორსს».
Adenauer Konrad (Ⴀდენაუერი Ⴉონრად, 1876—1967 წწ.) – Ⴂერმანიის ფედერალური კანცლერი 1949—1963 წწ.; 1946—1966 წწ. – ႵႣႩ თავჯდომარე; მის სახელთანაა დაკავშირებული ქვეყნის ეკონომიური აღორძინება Ⴋეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
Adenauer-Ära («Ⴀდენაუერის ერა») – Ⴂერმანიის ისტორიის პერიოდი (1949—1963 წწ.), როდესაც მთავრობის სათავეში იდგა Ⴉონრად Ⴀდენაუერი.
Adidas AG («ႠႣႨႣႠႱ ႠႢ») (ფირმის დამაარსებელის სახელიდან Adi Dassler) – 1920 წ. დაარსებული სამრეწველო კომპანია, რომელიც უშვებს სპორტულ ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, ინვენტარს; აქვს 8 საწარმო Ⴂერმანიაში და 25 ფირმა მსოფლიოს სხვადავხსა ქვეყანაში.